ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიდიასპორული ცენტრებიაშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სულიერმა წინამძღოლმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სულიერმა წინამძღოლმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

 საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ჩრდილოეთამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ეპისკოპოს საბა ინწკირველს .
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორის აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დიდი ინტერესით მოუსმინა მეუფე საბას და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. მეუფემ დიდი მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას დაინტერესებისთვის.

მეუფე საბას, დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ში მცხოვრები ქართული მრევლის და დიასპორისადმი ზრუნვაში. მისი ინიციატივით და მხარდაჭერით პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატებში ქართულ ეკლესიებთან დაარსდა საკვირაო სკოლები და ქართული ცეკვის ანსამბლები, კარატეს კლუბი და სხვ. ქართულ მრევლთან შესახვედრად იგი ხშირდ სტუმრობს სხვადასხვა შტატებს და ასევე კანადას. ესწრება საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვარლამ ბაძაღუა და მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments