ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფოპარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის...

 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის.
„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა“, – განაცხადა კობახიძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც მიუღებელია. როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კანონში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments