ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeისრაელიარჩილ თალაკვაძე:აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის...

არჩილ თალაკვაძე:აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის

არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაზე, პარლამენტის საქმიანობაზე, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა.

შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა, რომლებიც ინოვაციების და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ხორციელდება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო მმართველობასა და პარლამენტის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში, განათლების სისტემასა და განათლების პროცესთან დაკავშირებით და სხვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და შეხვედრის დასასრულს მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და მომავალ საქმიანობაში.

„დღეს პარლამენტში ვუმასპინძლეთ ისრაელიდან ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე, ინოვაციებსა და განვითარების პროცესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ აქვთ ძალიან კარგი წარმოდგენა თუ როგორია ჩვენი ქვეყანა. ახალგაზრდებმა თვითონვე დაახასიათეს, თუ როგორია მათ წარმოსახვაში საქართველო. აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და კომუნიკაციაზე. ვინაიდან, თავის დროზე, მე თვითონაც ვსწავლობდი ლიდერთა სკოლაში, ვფიქრობ, ბევრ საერთოს გამოვძებნით და ეს დაეხმარება როგორც ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ისრაელში ახალგაზრდებს საკუთარი კარიერის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო – აღფრთოვანებული დავრჩი, თუ როგორი პროგრესული და ძლიერი თაობა მოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.

„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება. მომავალი ახალგაზრდები, მომავალი ელჩები, ასევე თქვენი, საქართველოს დიპლომატები ჩვენ ერთმანეთს დავაკავშირეთ და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო განვითარდება და გაიზრდება ეს ურთიერთობა“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა შეხვედრის დასასრულს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments