„არის გარკვეული სფეროები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ. ამ დროისთვის ეს უმეტესად ქალებისთვის სამუშაოა, როდესაც ისინი შესაბამის ვიზას საქართველოში ისრაელის საელჩოში იღებენ”,- აცხადებს ალექსანდრე ჯიშკარიანი.
მისივე თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის ორმრივი შეთანხმება შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ჯერ გაფორმებული არ არის. კონსულის თქმით, მისი ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიზრდება სამუშაო კვოტები მშენებლობის, სამედიცინო მომსახურების და ტურიზმის სექტორებში.
„სახელმწიფოებს შორის შეთანხმების გასაფორმებლად საელჩო 2015 წლიდან მუშაობს. საკითხი განხილული იყო ორი ქვეყნსი საგარეო საქმეთა სამინისტროებში,
თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორი 2016-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის კვეთის ვადების დარღვევის უარყოფითი სტატისტიკა და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი იყო.” – განაცხადა ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსულმა.



