ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფოოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით.

გამოფენა გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი (Emeritus) იენს ბრაარვიგი და ცნობილი ნორვეგიელი ლინგვისტისა და ქართულის მცოდნე ჰანს ფუგტის შვილი, პეტერ ფუგტი. გამოფენის გახსნის ბოლოს, სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.

 

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments