ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიდიასპორული ცენტრები2019 წლის ბიუჯეტში დიასპორის მიმართულების დაფინანსება 2 200 000 ლარი იქნება

2019 წლის ბიუჯეტში დიასპორის მიმართულების დაფინანსება 2 200 000 ლარი იქნება

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით  წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, დიასპორული სტაჟირების პროგრამა, თანამემამულეების მონაწილეობა საზაფხულო ბანაკებში, დიასპორის დღის აღნიშვნა, დიასპორული ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების პროგრამა. 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments