ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიდიასპორული ცენტრებინიქოზიაში ქართულ საკვირაო სკოლას ახალი შენობა ექნება

ნიქოზიაში ქართულ საკვირაო სკოლას ახალი შენობა ექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში  
საქართველოს საელჩოს  ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის 
ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების  ტერიტორიაზე განთავსდა.

საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული გარემო დააინტერესებს მოსწავლეებს და მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს განათლების პროცესს.

ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, მათ ასევე ჩაუტარდებათ დრამისა და ხელოვნების გაკვეთილები.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments