ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებაგორი ერთ-ერთ ბერძნულ ქალაქს დაუძმობილდება

გორი ერთ-ერთ ბერძნულ ქალაქს დაუძმობილდება

გორი ერთ-ერთ ბერძნულ ქალაქს დაუძმობილდება – აღნიშნული ინიციატივა  გორის მუნიციპალიტეტის მერიაში  ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელსა და გორის მუნიციპალიტეტის მერს შორის შეხვედრის შემდგომ იქნა მიღებული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით : ,, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ავთანდილ გიუნაშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტს, საბერძნეთსა და საბერძნეთის ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება. ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გორის მერს, ორ ერს შორის მეგობრობის გაღრმავების მიზნით, საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილება შესთავაზა, რაზეც გორის მერმა მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები დაძმობილებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაობის დაწყებაზეც შეთანხმდნენ. ” – ნათქვამია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments