ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტირატომ გაუჩნდა თურქეთში ქართველ სტუდენტს ჩადრის ტარების სურვილი

რატომ გაუჩნდა თურქეთში ქართველ სტუდენტს ჩადრის ტარების სურვილი

19 წლის სოფო აბაშიძე, ახლა თურქეთში თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, აღნიშნული ფაკულტეტიც სწორედ რელიგიის გამო აირჩია, ამბობს, რომ “რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ავირჩიე თეოლოგია..”

 

სოფომ სკოლის დამთავრების შემდეგ,  დაიწყო თავსაფრის ტარება, გადაწყვეტილება არავის დაძალებითა და ჩარევით არ მიუღია.ახალგაზრდა გოგონა ფიქრობს რომ რელიგიისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაენერგა და თავზე დაფარებაც ბავშვობიდან სურდა. იგი საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრარისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ იყო ბევრი კრიტიკაც და ქებაც, რთული დღეებიც, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან რელიგიისადმი სიყვარულმა და პატივისცემამ ყველა პრობლრმა მარტივად გადაალახვინა.

“დავიბადე და გავიზარდე ხულოს რაიონ სოფელ ოქრუაშვილებში, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია, მეც ერთ-ერთ მუსლიმ ოჯახში გავიზარდე. ოჯახშივე პატარა ასაკიდან ვისწავლე ისლამის მნიშვნელობა და საფუძვლები, ზუტად აქედან ჩამენერგა რელიგიისადმი სიყვარული, აქედან გამომდინარე ყოველვის მინდოდა თავსაფრის ტარება, მართალია სწავლის პერიოდში თავზე არ ვიფარებდი.

 

ამჟამად 19 წლის სოფო აბაშიძე თურქეთის ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ უნივერსიტეტში (Marmara university) თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.ის ფიქრობს რომ მსოფლიოში 200-ზე მეტი რელიგია ცნობილი, მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი რამ კი განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, ის  ყოველთვის დაინტერესებული იყო რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ აირჩია თეოლოგია..” განაცხადა “აიპრესთან”,.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments