ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირიგერმანიაში უმუშევარი ემიგრანტებისთვის ფულადი დახმარება გაორმაგდა

გერმანიაში უმუშევარი ემიგრანტებისთვის ფულადი დახმარება გაორმაგდა

2019 წელს გერმანიაში მცხოვრებმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა 13 მილიარდი ევროს ოდენობის სოციალური დახმარება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, 2007 წელთან შედარებით, უმუშევარი უცხოელებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდა. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში უმუშევრებისთვის დაწესებული სოციალური დახმარება გერმანიაში მცხოვრებმა ორმა მილიონმა უცხოელმა მიიღო.

უწყების ცნობით, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, სირიელებმა დახმარების სახით 3 მილიარდ 600 მილიონი ევრო მიიღეს, ერაყელებმა 840 მილიონი ევრო, ავღანელებმა 810 მილიონი ევრო.

ამასთან, შემცირებულია გერმანიის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც უმუშევრობის გამო დახმარებას იღებდნენ.  ცნობილი გახდა ასვე რომ 2020 წელს ევროკავშირის ქვეყნები 30 000-ზე მეტ ლტოლვილს მიიღებენ. ევროკომისიის განცხადების თანახმად, ამდენი ადგილი ლტოლვილთა დასახლების პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. მიგრანტების მიღება უპირველეს ყოვლისა მსოფლიოს კრიზისული რეგიონებიდან მოხდება. კერძოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომავალ წელს ქვეყანა 5 500 მიგრანტის მიღებას აპირებს.

გერმანიის კანონმდებლობით, პირები რომლებმაც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღეს და უმუშევრები არიან, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments