ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsლაშა ჟვანიას განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივა ისრაელში მყოფი ემიგრანტების ლეგალ მაცხოვრებლებად ყოფნას მოემსახურება

ლაშა ჟვანიას განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივა ისრაელში მყოფი ემიგრანტების ლეგალ მაცხოვრებლებად ყოფნას მოემსახურება

ლაშა ჟვანიას განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივა ისრაელში მყოფი ემიგრანტების ლეგალ მაცხოვრებლებად ყოფნას მოემსახურება. მისი განცხადებით – ,, საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“ – განაცხადა საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი   საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზად არის, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში. ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია. საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments