ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeყველა სიახლეჯუზეპე კონტე: ჩვენ მივიღებთ მკაცრ და პრევენციულ ზომებს

ჯუზეპე კონტე: ჩვენ მივიღებთ მკაცრ და პრევენციულ ზომებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება: „ამისთვის მზად ვიყავით, მოსახლეობა ნუ იღელვებს. ჩვენ მივიღებთ მკაცრ და პრევენციულ ზომებს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ახალდაავადებულთა შორის არც ერთი არ ყოფილა ჩინეთში, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, თუმცა ერთ-ერთი ინფიცირებული, 38 წლის მამაკაცი ქალაქ ლოდიდან სიმპტომების გამოვლენამდე შეხვდა მეგობარს, რომელიც ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ჩინეთიდან დაბრუნებულ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ რომ

ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა. 14 შემთხვევა დაფიქსირდა ლომბარიის რეგიონში, კიდევ ორი – მოსაზღვრე ვენეტოში. დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალია.

იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა და სკოლები დახურა.

ამჟამად, ექიმები იკვლევენ ასობით პირს, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments