ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტიდასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში დაბრუნებული 150-მდე ემიგრანტი გრანტით დაფინანსდება

დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში დაბრუნებული 150-მდე ემიგრანტი გრანტით დაფინანსდება

დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში დაბრუნებული 150-მდე მიგრანტი გრანტით დაფინანსდება, ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გააკეთა რომელმაც დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

როგორც პროგრამის კოორდინატორები აცხადებენ პროგრამის მიზანს  ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა,  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გრანტის მიღება კი შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

პროგრამაში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და  სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.    

განაცხადები მიიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.  N15ა;

ქ. გორი, სამების ქ. N1;

ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე,  15 ივლისიდან დაიწყო და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.   

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242; 558233786

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments