ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeთურქეთითურქეთის საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის- აცხადებს ელჩი ფატმა სერენ იაზგინი

თურქეთის საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის- აცხადებს ელჩი ფატმა სერენ იაზგინი

საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგინმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ზომები დროულად მიიღეს, ცხადია ამას აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი.

„თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, არამხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ნახავთ, რომ ძალიან კარგად მოქმედებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სამკურნალოდ მიდის თურქეთში და მერე აღმოვაჩენთ რომ ეს ასე არაა. ეს ძალიან მცირე ნაწილია. ასე რომ ყველა ქართველს რომელთაც სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ, დაუბრკოლებლად შეუძლიათ თურქეთში ჩასვლა“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments