ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsსაქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი კვიპროსში დაწესებული ახალი რეგულაციების შესახებ

საქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი კვიპროსში დაწესებული ახალი რეგულაციების შესახებ

კვიპროსში საქართველოს საელჩო ლარნაკაში დამატებითი შეზღუდვების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ კვიპროსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ქ. ლარნაკაში , 24 სექტემბრის 06:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს დამატებითი შეზღუდვები:

1. იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კვების ობიექტების გამოკლებით;

2. ეკლესიებში, მეჩეთებსა და სხვა რელიგიური სახის დაწესებულებებში დასაშვებია მაქსიმუმ 75 ადამიანის შეკრება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვის პირობით, როგორიცაა ნიღბების ტარება;

3. სპორტული ღონისძიებები დაშვებულია მაყურებელის გარეშე;

4. კვების ობიექტებში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა: დახურულ სივრცეში მაქსიმუმ 75 და ღია სივრცეში მაქსიმუმ 150 ადამიანის შეკრება, დისტანციის შენარჩუნებით (სამი კვ.მ. დახურულ სივრცეში, ორი კვ.მ ღია სივრცეში).

5. კინოთეატრებში და თეატრებში დაშვებულია მაქსიმუმ 75 ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში, ხოლო 150 ღია სივრცეში, მითითებების და პროტოკოლის დაცვით;

6. აკრძალულია კოქტეილწვეულებები და „მილოცვები“ ნათლობებსა და ქორწილებში; დაშვებულია დასწრება სადღესასწაულო სადილზე ან ვახშამზე, მაქსიმუმ 350 ადამიანის რაოდენობით;

7. ამასთან, გაცნობებთ, რომ ლარნაკის ეპარქიაში დაიწყება 3000 ადამიანის ტესტირება. დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.pio.gov.cy/%CE%B1%CE%BD%CE%B1%CE%BA%CE%BF%CE%B9%CE%BD%CF%89%CE%B8%CE%B5%CC%81%CE%BD%CF%84%CE%B1-%CE%B1%CC%81%CF%81%CE%B8%CF%81%CE%BF.html?id=15862#flat

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments