ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeყველა სიახლეუცხო მიწაზე კიდევ ერთი ქართული სიცოცხლე შეწყდა

უცხო მიწაზე კიდევ ერთი ქართული სიცოცხლე შეწყდა

პოლონეთში, დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულია 44 წლის წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ოსიაში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა.

პოლონეთში მყოფი ქართველები ყვებიან, რომ ვანო სანებლიძეს უთანხმოება მის ხელმძღვანელთან ანაზღაურების გამო მოუვიდა. დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

“ქუთაისელი ყოფილა ეს კაცი, დამსაქმებელი ყოფილა ვიღაც უკრაინელი თუ პოლონელი, უფროსი. კიდევ ერთი პიროვნება ყოფილა ამასთან, ქართველი… დაურტყია ხელი, დაცემულა, კისერში გადატეხილა და გარდაცვლილა” – უთხრეს მთავარს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments