ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტიწესები თუ როგორ უნდა მოიქცეს ემიგრანტი პოლიციის მიერ გაჩერების, გადამოწმების ან დროებითი...

წესები თუ როგორ უნდა მოიქცეს ემიგრანტი პოლიციის მიერ გაჩერების, გადამოწმების ან დროებითი დაკავების შემთხვევაში

ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში პოლიციის მხრიდან არალეგალური მიგრაციის და კრიმინალთან ბრძოლის საფუძვლით გახშირდა პირის იდენტიფიცირების მიზნით გადამოწმების საპოლიციო ღონისძიებები.

ევროსამართალდამცველს ზოგადევროპული კანონმდებლობით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის საეჭვო ან სახიფათო პირად მიჩნევის შემთხვევაში უფლება აქვს გააჩეროს საზოაგადოებრივ სივრცეში და მოითხოვოს მისი დოკუმენტაცია გადამოწმების მიზნით.

პოლიციის ოფიცერმა თუ მიიჩნია რომ თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან ყალბია ანდა დამატებით და საფუძვლიან შემოწმებას საჭიროებს, მას ასევე აქვს უფლება თქვენი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გადაყვანის, ასევე მის უფლებებში შედის გამოიყენოს დროებითი დაკავების უფლება თუ კი თქვენ უარს განაცხადებთ წარუდგინოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის ნებართვა.

იმ შემთხვავაში თუ კი პირველადი გადამოწმების შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თქვენი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ პოლიციის ოფიცერი ვალდებულია თქვენი ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი ტრანსპორტით, ხოლო დროებითი დაკავების შემთხვევაში თქვენს შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი დაკავების შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს , რათა არ მოხდეს თქვენი დაკავება 24 საათზე მეტი დროით.

რაც შეეხება პოლიციის განყოფილებაში პროცედურებს და პოლიციის ოფიცრების უფლებებს – მათი კომპეტენცია შემოიფარგლება იმით რომ შეუძლიათ მხოლოდ აიღონ თქვენი ბიომეტრიული მონაცემები და არ აქვთ უფლება დნმ -ის ნიმუშების მიღების, თუ კი მსგავსი მოქმედება მოითხოვა პოლიციის რომელიმე ოფიცერმა ამ შემთხვევაში თქვენ უკვე უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი უფლებებისდამცველი ან სათანადოდ ენის არ ცოდნის მოტივით თარჯიმანი.

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ ხართ არალეგალი ემიგრანტი და არ ფლობთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტაციას დროებითი დაკავების მომენტშივე გამოიყენეთ თქვენი უფლება და დაუკავშირდით თქვენს ახლობელს ან თქვენს ნაცნობ უფლებადამცველს, ვინაიდან ამ შემთხვევაში პოლიციის ოფიცერი ვალდებული იქნება თქვენი როგორც არალეგალის საკითხი გადასცეს ქვეყნის საემიგრაციო უწყებას და სასამართლოს, ამ პროცედურულ ეტაპზე კი დიდი ალბათობით თუ არ იქნება თქვენი მხრიდან შესაბამისი არგუმენტები კვალიფიციური უფლებადამცველის, ადვოკატის მხრიდან დროულად წარდგენილი (დაახლოებით 72 სთ -ში მაინც) თქვენი ქვეყანაში ყოფნის იძულებითი ანდა გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ , მოხდეს თქვენი სადეპორტაციო განყოფილებაში გადაყვანა და შემდგომ წარმომშობ ქვეყანაში გაძევება.

ავტორი: ავთანდილ გიუნაშვილი. DIASPORA.GE

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments