ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტიმიგრაციის კანონმდებლობააშშ-ის საკონსულოები უარს ეტყვიან ყველას ვინც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ სქემით ვიზის მიღებას...

აშშ-ის საკონსულოები უარს ეტყვიან ყველას ვინც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ სქემით ვიზის მიღებას შეეცდებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში, შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში მოგზაურობა ვეღარ შეძლონ. ამ ფორმით უწყებას სურს, დაიცვას ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.„მიუღებელია, უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს ოფიცრები, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს არ აკმაყოფილებენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments