ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტიმიგრაციის კანონმდებლობაSelf Deport - აშშ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 1000 დოლარს სთავაზობს.

Self Deport – აშშ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 1000 დოლარს სთავაზობს.

აშშ მიგრანტებს თვითდეპორტაციის წასახალისებლად 1 000 დოლარის ოდენობის დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს.ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„დახმარება და შესაძლო ავიაბილეთის ხარჯები მიგრანტებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ქვეყანას, უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე რეალური დეპორტაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. არალეგალური სტატუსის მქონე პირის დაკავებისა და დეპორტაციის საშუალო ხარჯი ამჟამად დაახლოებით 17 000 დოლარს შეადგენს.

„უკანონოდ თუ იმყოფებით აქ, თვითდეპორტაცია არის საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიური გზა აშშ-ის დასატოვებლად და დაკავების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა აპლიკაცია სახელწოდებით CBP Home თვითდეპორტაციის გასაადვილებლად

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments