ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 3 ივნისს ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში ოფიციალური მიღება გამართა.

საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ლევან ბერიძემ ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიღწევებსა და ბოლო ათწლეულის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უწყვეტ ეკონომიკურ აღმასვლასა და ტურისტულ პოტენციალზე.

ელჩმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უცვლელ პრიორიტეტად ევროინტეგრაცია რჩება. მან, ამასთანავე, ხაზი გაუსვა საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.

საელჩოს ცნობით, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საბერძნეთის პარლამენტის „საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ასიმინა სკონდრამ. პარლამენტარმა ორი ქვეყნის მრავალწლოვან, ურყევ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს წინსვლა და წარმატებები უსურვა.

სტუმართა შორის იყვნენ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების დამფუძნებლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ანსამბლმა „შვიდკაცა“, ქართული ჰიმნი და არაერთი ქართული სიმღერა შეასრულა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments