ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიდიასპორული ცენტრებივემიჯნებით განცხადებას თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება

ვემიჯნებით განცხადებას თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება

საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსი ემიგრანტების სახელით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დაუშვებლად მიიჩნევს სრულიად ემიგრაციის და ზოგადად გარკვეული ჯგუფების მიერ ყველა ემიგრანტის სახელით განცხადებების კეთებას.

საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსის გავრცელებული განცხადებით ასევე დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან დიასპორის სახელით გაკეთებულ განცხადებას თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები.

,, ჩვენ, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ემიგრანტები ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ქართული დიასპორა და ემიგრაცია ემიჯნება ქართული სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები მას.

ჩვენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას. – ნათქვამია საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments