Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeპოლიტიკამიგრაციის პოლიტიკაიტალიის ვიცე-პრემიერს მიგრანტების გამო პალერმოს პროკურორებმა უჩივლეს

იტალიის ვიცე-პრემიერს მიგრანტების გამო პალერმოს პროკურორებმა უჩივლეს

იტალიის ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის წინააღმდეგ მიგრანტების გამო პალერმოს პროკურორებმა უზენაეს სასამართლოში პირდაპირი სააპელაციო საჩივარი შეიტანეს.

ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიგრანტების გადამყვანი ნავის ზღვაში დატოვების ბრძანება გასცა, რაც პროკურორების თქმით, გემზე მყოფი ადამიანების გატაცებას უტოლდებოდა.

რამდენიმე დღის წინ კი იტალიელმა მოსამართლემ ექვსი პოლიციელი და სანაპირო დაცვის თანამშრომელი დასაჯა 2023 წელს, ქალაქ კუტროსთან ახლოს მომხდარი მიგრანტების გემის ჩაძირვის დროს არასწორი ოპერაციების ჩატარების ბრალდებით.

ინციდენტი რომლის გამოც სამართალდამცავები დაისაჯნენ დაკავშირებული იყო თურქეთიდან იტალიის საზღვრებში უკანონოდ მოძრავ ხის იალქნიანი ნავის საპოლიციო დევნასთან, რა დროსაც ნავი სამხრეთ კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პლაჟთან ახლოს კლდეებზე დაეჯახა და მასზე მყოფი პირები დაიღუპნენ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments