ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობადისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“

დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“

საქართველოს განათლებლის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.gov.ge), რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამა განკუთვნილია 5-18 წლის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის, გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ “Microsoft TEAMS” პლატფორმის საშუალებით, სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.

პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://distancelearning.mes.gov.ge

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments